ქართულია & kar.ge-ა!
დღეს “ნუგეში”-ის მარკეტების ქსელში შევიარე ქართული პროდუქტის აღმოსაჩენად. პურ-ფუნთუშეულის სექციაში რამოდენიმე ქართული წარმოების პური შევათვალიერე. ჩემი ყურადღება მიიპყრო შოთის პურმა, რომელიც კარგად გამომცხვარის და გემრიელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეტიკეტზე ამოვიკითხე, რომ პური ცხვება ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით. სხვა პურისგან განსხვავებით, ეს პროდუქტი გამჭირვალე პარკში იყო შეფუთული, რამაც შეძენის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა. შოთის პური დავაგემოვნე და საკმაოდ კარგად გამომცხვარი და გემრიელი აღმოჩნდა. მწარმოებელი არის შპს “ლუკა”.
ქვაზე გამომცხვარი შოთის პურის შემადგენლობაში შედის: ფქვილი, მარილი, საფუარი, ზეთი, წყალი. 100 გრამ პროდუქტში ცილა-6.82 გ, ცხიმი-1.77 გ, ნახშირწყლები-43.34 გ. ენერგეტიკული ღირებულება 212 კალორიაა.
495 გრამიანი პურის ღირებულება 0.65 თეთრია.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.