ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შვეიცარიაში, ჟენევაში ადგილობრივი ვალუტა léman შემოიღეს …

გაგიჟდები რა არ ხდება მსოფლიოში …

ასეთი გიჟური იდეა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ხელშეწყობის თვალსაზრისით არ მინახავს. თუმცა რაც მეტად გავანალიზე, მით მეტად მივხვდი, რომ არის ამ იდეაში რაღაც …

Léman Currency Association-მა, რომლის მთავარი ამოცანა შვეიცარიაში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზება, 2015 წლის შემოდგომაზე ჟენევაში ადგილობრივი ვალუტა léman გამოუშვა, რომლის ერთადერთი დანიშნულება ადგილობრივ ბიზნესებში ფულის დახარჯვის წახალისებაა. პროექტს უკვე 200-მდე პარტნიორი ბიზნესი ჰყავს და შვეიცარიის გარდა საფრანგეთის ზოგიერთ ოლქშიც ვრცელდება [სტატიის წყარო].

იდეის მთავარი აზრია, რომ მყიდველებმა იყიდონ ეს ვალუტა და შემდეგ დახარჯონ მხოლოდ იმ ბიზნესებში, რომლებიც არიან სისტემაში, რომლებიც ამ ვალუტაში ხარჯს მიიღებენ. ამით ისინი აძლიერებენ იმ კონკრეტულ ბიზნესებს, სადაც ფულს ხარჯავენ. საქმიანობის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში სისტემას უკვე 1000-მდე მონაწილე ჰყავს და 200-მდე ბიზნესს აძლიერებს. როგორც მესვეურები ამბობენ, თავიდან მათ კი დასცინოდნენ, მაგრამ ეხლა უკვე სხვანაირად უყურებენ. გადაცვლა ხდება 1:1 ევროსთან. 1, 5, 10 და 20 léman კუპიურებია გამოსული. არსებობს სათანადო გადაცვლის პუნქტები. გეგმაშია ელექტრონული ფულის შემუშავებაც.

Billet20

Billet10

Billet5

Billet1

ადგილობრივი ვალუტის კონცეფცია 80-იანი წლებიდან არსებობს. მსოფლიიოში 5000-მდე ადგილობრივი ვალუტა არსებობს. მათ შორისაა მაგალითად, Brixton pound და Bristol pound ბრიტანეთში, eusko ბასკეთში და ა.შ. ამ წლის დასაწყისში კი შვეიცარიის კანტონ Valais -ში გაუშვეს ახალი ვალუტა Farinet.

წარმოიდგინეთ, ასეთი დონის ქვეყნებში არსებობს ეს ადგილობრივი ვალუტები, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესის წასახალისებლადაა მოგონილი. ეს რაღაცას ნიშნავს …

ეხლა წარმოვიდგინე, მე რომ მქონდეს სპეციალური მიზნით გამოშვებული ფული, რომლითაც შემეძლებოდა მხოლოდ კონკრეტული პროდუქციის ყიდვა. როგორ გგონიათ, იმუშავებდა რამე მსგავსი საქართველოში?