გაინტერესებთ დღეს რა პროდუქტი უნდა გაგაცნოთ?
დღეისთვის ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება: თქვენს წინაშეა, არც მეტი არც ნაკელები შესაკმაზი სუნელები + ქართულია & kar.ge. დამეთანხმებით, ნებისმიერი კერძის ან დესერტის ბოლო შტრიხი არის შესაკმაზი სუნელები, რომელიც თქვენს შემოქმედებას საბოლოოდ ასრულებს და განუმეორებელ გემოს ანიჭებს.
ამაზე კი შპს „დაბი“ იზრუნა და ბრენდი „ოჯახური“-ის სახელწოდებით სუნელების ფართო არჩევანიც შემოგვთავაზა: სვანური მარილიდან დაწყებული შავი პილპილით დამთავრებული, ასევეა ხორციანი კერძების და ლობიოს შესაკმაზი სუნელები. ტრადიციულთან ერთად ეგზოტიკურ სუნელებსაც გვთავაზობენ: ლიმონის მჟავა, დღეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი (განსაკუთრებით დიეტის მოყვარულებს შორის) დაფქვილი ჯანჯაფილი, ორეგანო. თუ მაღაზიაში წასვლამდე დაგაინტერესებთ მათი ასორტიმენტის ნახვა შეგიძლიათ მათ საიტს ესტუმროთ: http://dabi.ge ძალიან უბრალო საიტია, თუმცა ყველა სუნელს თავისი ადგილი მაინც მოეძებნა.
მე დარიჩინის ჩხირი შევიძინე (50გრ, 1.5 ლარი), მაღაზია ხურჯინში, რომელსაც ნამდვილად აქვს დარიჩინისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნი, ეტიკეტზე დატანილი ლოგო კი მიგვანიშნებს რომ ის 100% ნატურალურია და კიდევ ამ შეფუთვვას აქვს ერთი პლიუსი, ჩამკეტი „წკაპი“ რომელიც აადვილებს მის შენახვას ჩვენს სამზარეულოებში. ეხლა ჯერი თქვენზეა გააკეთოთ არჩევანი ქართულ & kar.ge პროდუქტებზე.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.