საქართველოში რომ არაქართულ ჩაის დალევ, მერე კი სუფრასთან სამშობლოს სადღეგრძელოს დიდი ყანწით დალევ, დამღა ერთადერთი გეკუთვნის მხოლოდ … დამსახურებული ყანწპატრიოტი!
მე ჩაის დიდი დამფასებელი ვარ. თავს ვერ დავდებ, რომ ყველა ქართული ჩაი მაქვს გასინჯული, მაგრამ შემოქმედის ჩაი … რა გითხრათ აბა … სიტყვები აქ უბრალოდ ზედმეტია. რამოდენიმე დღის წინ გუდვილში შევიძინე ეს სიამოვნება 2.5 ლარად [25 პაკეტი]. სხვათა შორის ეს ერთჯერადი ვარიანტი სულ ახალი გამოშვებულია, მგონი სულ რაღაც 2 თვეა.
შემოქმედი – ეს არის უმაღლესი ხარისხის ქართული შავი ბაიხის ჩაი, დამზადებულია გურიაში ორიგინალური ტექნოლოგიით, სპეციალურად ნაკრეფი ნედლეულისგან. აქვს სასიამოვნო ჰაეროვანი არომატი და გამორჩეული გემო. ამაღლებს შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს. ეს ეტიკეტის მიხედვით. ჩემი შეფასებით კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩაია გემოთი და არომატით, რომელსაც გულგრილად გვერდს ვერ ავუვლი ხოლმე.
მწარმოებელია მილმართი. დაათვალიერეთ კომპანიის Facebook გვერდი. სავაჭრო ქსელში პროდუქტი ფართოდ ხელმისაწვდომი არაა. სპეციალურად გუდვილში ჩავედი, რომ ეს მეყიდა. მგონი სმარტშიც არის.
იყიდეთ, გასინჯეთ და მიხვდებით 100% ნატურალური ქართული ჩაი ჯობია თუ 100% შეღებილი იმპორტული ჩაი.