ქართულია & kar.ge-ა!
შოკოლადი ბედნიერების ჰორმონს გამოიმუშავებს და გვავსებს ენერგიით. პატარებს დიდად არ უყვართ კარაქი, ამიტომ შოკოლადის კარაქი ერთერთი საშუალებაა ჯანმრთელი პროდუქტი მივაწოდოთ და მივაღებინოთ მათ ორგანიზმს.ძალიან კარგი იქნება თუ დღეს დავიწყებთ შოკოლადის კარაქით, რაც საშუალებას მოგვცემს მთელი დღის განმავლობაში ვიყოთ ენერგიულები და შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.
ქართველი მწარმოებელი ი.მ. კახაბერ მექოშვილი შოკოლადის კარაქს აწარმოებს, რომელიც საკმაოდ გემრიელია. “შატილი”-ს ფირმის შოკოლადის კარაქი “ვეჯინის” მარკეტების ქსელში შევიძინე 3.00 ლარად. 200 გრამიანი კარაქის კვებითი ღირებულება 632.5 კალორიაა. შეფუთვაზე მითითებულია, რომ პროდუქტი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. შევიძინე, დავაგემოვნე და ბავშვობა გამახსენდა … ძალიან გემრიელი და ტკბილია.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.