ძვირფასო ქალბატონებო,
ჩვენი ამინდის შემხედვარე აშკარად პირდაპირ ზაფხულში შევალთ, ჰოდა მე მგონი დროულად ჯობია დაიწყოთ ზღვაზე, დასვენებაზე და სათანადო „აღჭურვილობაზე“ ფიქრი. სწორედ ამიტომაც ამ სტატიის თემაა – შარფი პარეო. კოლექციის ავტორია თამთა რაბათელი.
თამთას შარფები პირველად ამ ორიოდე თვის წინათ წარმოგიდგინეთ, როცა სა8მარტო საჩუქრად შევიძინე ერთ-ერთი მათგანი. მიმდინარე ულამაზესი კოლექციის სურათებს აქვე გთავაზობთ. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ…
ვაჟა ფშაველას 12, მაღაზია მაკრატელი ის ადგილია, სადაც ამ მშვენიერების შეძენა შეგიძლიათ, თანაც ხშირად ფასდაკლებითაც. ამიტომ ჯობია მაკრატელს ესტუმროთ, მით უმეტეს, რომ კოლექცია შეზღუდული რაოდენობით დამზადდა.
PS
არ დაგიმალავთ და მე თვითონ სტატიის წერისას გავიგე რას ნიშნავს პარეო.