ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მამაო

გურული მამაო მაინც სულ სხვაა : )

კაცი მიდის გურულ მამაოსთან და შეწუხებული სახით ეუბნება:

– მამაო, 2 დღეა რაცხა თავი მტკივა ნამეტანი და მიშველე რამეო.

მამაო ეკითხება:

– მონათლული თუ ხარ?

– კი მამაო,

– დილით და საღამოს ლოცულობ?

– კი მამაო,

– მარხვას იცავ?

– კი მამაო,

–ცოლს ხომ არ ღალატობ?

– არა მამაო,

– აღსარებას რეგულარულად აბარებ?

– კი მამაო,

მამაო დაფიქრდა, მერე მოჭუტული თვალით თავზე შეხედა და ეუბნება:

– რას გეტყვი ბიძიკო იცი? შარავანდედი გიჭერს პატარაზე მგონია და გეიწევს აწი, ზაფხული მოდისო …