ვინიფერა / Vinifera – კომპანიაა, რომელიც ყურძნის მურაბებს და ქიშმიშს აწარმოებს. მისი პროდუქცია – ყურძნის მურაბა ალფონსო პირველად „აირჩიე ქართული“-ს გამოფენაზე ვნახე აპრილში და 5 ლარად სურათზე გამოსახული ეს კონკრეტული ქილა ვიყიდე. ძალიან მიხარია, რომ ბაზარზე ასეთი ხარისხიანი ქართული პროდუქტი გამოჩნდა.
კომპანიის ვებსაიტიდან გავარკვიე, რომ კომპანია სუფრის ყურძენს აწარმოებს, თუმცა მურაბებზე იქ ვერაფერი ვნახე. ასევე გავარკვიე, რომ პროდუქცია შედის გუდვილში, სმარტში, სპარში და მუშაობენ HORECA სფეროს წარმომადგენლებთან საქართველოში. ვებსაიტი მწირია, მაგრამ საბაზო ინფორმაციას იძლევა.
პროდუქტი
ასე მურაბა მე არ მომწონებია! შესანიშნავია! ზომიერად ტკბილი, დაჩირული ყურძნით, უგემრიელესი შიგთავსი. ყურძნის მურაბა პირველად მივირთვი. მართლა კარგი ყოფილა!
ბრენდინგი
სახელი ალფონსო? მომწონსო ვერ ვიტყვი. ლოგო კარგია. სლოგანი ვერ აღმოვაჩინე. ალფონსოს ქართული სახელი ჯობდა, მაგრამ აშკარად საექსპორტო ბაზრისთვისაა და ალბათ იმიტომაც ჰქვია ასე.
შეფუთვა
ძალიან ეფექტური შეფუთვაა, თუმცა დახლზე არ გამოირჩევა. მსგავსი შეფუთვით ბევრი პროდუქტია და თვალში გამორჩეულად შეიძლება არ მოგხვდეთ. თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განთავსდება ყველაფერი დახლზე.
ვებსაიტი და Facebook გვერდი
ვებსაიტი აქვს. Facebook გვერდი არა. ჩათვალეთ მეგობრებო, რომ საცდელმა პარტიამ გაამართლა და ეხლა მარკეტინგსაც უნდა მიხედოთ სერიოზულად.
ხარისხი? გემო?
ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. უმაგრესია!
სერტიფიცირება
მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. არც ვებსაიტზე იკვეთება და არც ეტიკეტზე.
ასორტიმენტი
ყურძნის ასორტიმენტი ვებსაიტზეც მითითებულია. მურაბის ორი ვარიანტი იყო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი. სხვადასხვა ქილაში ჩამოსხმულები.
ფასი
5 ლარი გამოფენაზე მივეცი. 685 გრამი აწერია ქილის ეტიკეტზე. სუპერ/ჰიპერმარკეტის დახლზე ჯერ არ მინახავს. სავარაუდოდ იგივე ფასი იქნება იქაც, ან ცოტა მეტი.
მწარმოებელი
შპს ვინიფერა. საკონტაქტო ინფორმაცია ვებსაიტზე ნახეთ.
ვიყიდი თუ არა კიდევ?
რა თქმა უნდა! და თქვენც გირჩევთ!