ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ყველი Bekao, ქართული ყველის სახლი, დღე #7

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

უმაგრესი ყველი გავსინჯე დღეს! ეგეთი დიდი ხანია არაფერი გამისინჯავს. ყველი Bekao ნამდვილი სასწაულია! და სად მოხდა ეს? ქართული ყველის სახლში, ყაზბეგის 20ა-ში.

გაიცანით ყველი Bekao

Bekao არის ქართული ყველის სახლის მთავარი ტექნოლოგის – ბექა კუპრეიშვილის საავტორო ქერქიანი დავარგებული ყველი მსუბუქი თეთრი ობით და გამორჩეული სირბილით / გემოვნებით. შესანიშნავია ყავაზე [პირადად მივირთვი], ღვინოზე რომ საერთოდ გადასარევია. შემადგენლობა: კაკაოს ცხიმი, ნარჩევი ყავის მარცვლები, კულტურული დედოები, ორგანული კვეთი.

ფასი – კილოგრამი ღირს 40 ლარი. იყიდება ყველის სახლის ყველა სავაჭრო ობიექტში: თბილისში – ფალიაშვილის 7, ვ. ფშაველას 54 [დელისის მეტროსთან], მგალობლიშვილის 1 [ჟვანიას მოედანზე], ლესელიძეზე, ბათუმში – მელიქიშვილის 52 და ქუთაისში.

აქვე აღვნიშნავ, რომ ყველის სახლი ფართოვდება და უკვე 6 ახალი ყველის სახლია შექმნილი. ბრენდი გაფართოებაში ფრანჩაიზინგის სისტემას იყენებს და არ გაგიკვირდეთ, თუ მალე თქვენს სამეზობლოში აღმოაჩინოთ.

 

მაშ,

ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂