რძის პროდუქტების დიდი მოყვარული არ ვარ, ერთადერთი რასაც მივირთმევ არის ყველი და არაჟანი, ძალიან იშვიათად კი კარაქი. არაჟანი ჩემი სუსტი მხარეა, შესაბამისად დიდი გულმოდგინებით ვარჩევ, რომ სიამოვნება იყოს მაქსიმალური.
სანტე რომ ჩემი ფავორიტია რძის პროდუქტებში ეს ალბათ უკვე ჩემი წინა პოსტებიდანაც შეიმჩნევა, მაგრამ წინა კვირაში დავაგემოვნე ქობულეთურის არაჟანი, აი მართლა საოცრად განსხვავებული გემო. ჩემი აზრით ქობულეთური ამართლებს სლოგანს – “რძისგან შექმნილი ზღვა სიამოვნება”.
ერთადერთი რაც ვერ გავიგე, შეფუთვაზე პატარა ბავშების ფოტოს კავშირი რძის პროდუქტებთან?
ლოგოს სამუშაო ფაილი არ იშოვება ინტერნეტში ხოლო ბავშების კი 🙂 ესეც სტრატეგიაა? ანუ ცნობადობა ბავშვებით უნდა მოხდეს? არ ვიცი, არ ვიცი.
კომპანიას აქვს მოძველებული, მაგრამ მაინც მეტნაკლებად ინფორმაციული ვებგვერდი, მეტნაკლები იმიტომ, რომ პროდუქციაზე შეიძლებოდა მეტი აქცენტის გაკეთება, საინტერესო ისაა, რომ კომპანიას შექმნის ისტორია მარტივად და დასამახსოვრებლად აქვს აღწერილი, რაც ცოტა კომპანიას აქვს დღეს ბაზარზე, სწორი აქტივობა უნდა ავღნიშნოთ და წავახალისოთ მწარმოებელი.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ქობულეთური – 2003 წელს დაარსდა. მან თავდაპირველი საქმიანობა უმნიშვნელო თანხით, 2000 დოლარით და 5 თანამშრომლით დაიწყო….. გაგრძელება იხილეთ ვებგვერდზე.
რაც შეეხება სოციალური ქსელის ფეისბუქის გვერდს პირველი თვალში საცემი არცთუ იშვიათი შეცდომა მეწარმეებისან ან მარკეტინგული ჯგუფის მხრიდან, პროფილის გვერდი იძებნება ფეისბუქში ხოლო თუ გუგლიდან მოახდენ ძიებას, აღმოაჩენ რომ Fan გვერდიც აქვს კომპანიას, მგონი აჯობებს წაშალოთ პროფილის გვერდი, რომ შეცდომაში არ შეიყვანოთ მომხმარებელი.
ერთს ვიტყვი, გემო და ხარისხი იმდენად კარგია, გული დამწყდა ძიების პროცესში ამ პრობლემებს რომ გადავაწყდი, მოდით შევთანხმდეთ ერთხმად, რომ 2016 წელს თითქმის ყველა ქართული კომპანია საშუალო დონეზე მაინც გამოასწორებს მარკეტინგულ ხარვეზებს, გაგვახარებს ჩვენ, როგორც მათ მომხმარებლებს და ჩვენ როგორც კრიტიკოს მარკეტოლოგებსა და კონსულტანტებს.
მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს.