ქართულია & kar.ge-ა!
კომპანია “ზოდი” არის სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.
თუმცა გარდა იმპორტისა კომპანია ზოდს აქვს თავის ქვის საამქრო, სადაც მომხმარებელს შეუძლია თანამედროვე და უნიკალური საკუთარი სამზარეულოს დიზაინი თავად შეარჩიოს და დაამზადოს.
გაოცებული დავრჩი ზოდის შოურუმში, როდესაც ვნახე ნიმუშ(ებ)ი, ნამდვილად შეეფერება ხარისხი თანამედროვე სტანდარტებს, თან მირჩიეს რომ კვარცის ზედაპირი ბევრად უფრო კომფორტულია, კვარცი არის ყველაზე მყარი მასალა, არ იკაწრება, რის გამოც ის აღიარებულია, როგორც ყველაზე გამძლ. არ იწოვს არანაირ სითხეს, მასზე არ რჩება არანაირი ლაქა – ცხიმის, ლაქის, ღვინის, ლიმონის და ზეთის. კვარცის ზედაპირი არის ჰიგიენურად სუფთა და მის ზედაპირზე მომზადებული საკვები დაცულია ბაქტერიებისგან – ასე ამიხსნეს ზოდი კონსულტანტებმა, ასევეა აღწერილი მათსავე ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე, თანაც კვარცის ფერების არჩევანი საკმაოდ დიდია.
მოკლედ მაღალი დონის მომსახურება, ამომწურავი პასუხები, ქართული ქვის საამქრო, მისაღები ფასები, საკმაოდ ბევრი დასაქმებული ადამიანი – ყველაფერი ამის შემდეგ გადავწყვიტე გამეცნო კომპანია თქვენთვისაც, ჩემო საყვარელო და მუდმივო თუ ახლად გაცნობილო მკითხველო. 🙂