ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული წინდა

ქართული წინდა – დღე #2, 30 დღიანი გამოწვევა

ვაღიარებ, გუშინ საღამოს ძალიან ვინერვიულე. წარმოდგენა არ მქონდა რამდენი ადამიანი ჩაერთვებოდა ჩვენს ერთობლივ 30 დღიან გამოწვევაში და პირველი პროდუქტიც ძლივს ავარჩიე. თუმცა უკვე დავწყნარდი, გეგმაც საბოლოოდ გავაშარაშინე და დღეს კიდევ ერთ ძალიან მაგარ ქართულ ნაწარმს წარმოგიდგენთ …

ქართული წინდა

2-5 ლარის დიაპაზონში რა გინდა სულო და გულო … ფერები … ზომები … სტილები … და არა მხოლოდ … ქართულ წინდას შეუძლია ის, რაც არცერთ სხვას არ შეუძლია.

შპს ქართული წინდა მცირე ბიზნესია, რომელიც აქვე თბილისში აწარმოებს წინდებს. ქვემოთ მოცემული ეს სურათები პირადად ჩემს მიერ არის გადაღებული საწარმოში, სადაც ჩემი თვალით ვნახე თუ როგორ მზადდება ეს წინდა კომპანიის გუნდის მიერ თავისი ხელით აწყობილი ამ დანადგარებით.

დანადგარი

 

5 წლის წინ დაიწყეს ამ საქმის თან შესწავლა და თან კეთება და ეხლა უკვე თბილისში 100-ზე მეტ სავაჭრო წერტილში არიან გუდვილიდან დაწყებული ქუჩების ჯიხურების ჩათვლით. აი ასეთი კოპწია დახლი დარწმუნებული ვარ ქალაქში შეგხვედრიათ.

ქართული-წინდა-ჯიხური

 

კომპანიასთან ჩემი პირველი კომუნიკაცია დაახლოებით 2 წლის წინ შედგა. ეს ის დრო იყო, როცა მოძრაობა kar.ge-ს თემა მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობდა და მაშინ კომპანიის ხელმძღვანელ გუნდთან ვიხილავდი თემას, ვუზიარებდი აზრებს და სწორედ ამ ტიპის გაზიარებების და ურთიერთობების შედეგია ის, რასაც ეხლა ვაკეთებთ. ცხადია კომუნიკაცია გაგრძელდა მოძრაობა kar.ge-ს და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ერთობლივად ორგანიზებულ „Kar.ge ქართული ქარვასლა“-ში 26-27 სექტემბერს მონაწილეობით დაგვირგვინდა. მომავალი გამოფენა-გაყიდვა 18-20 დეკემბერს გვაქვს დაგეგმილი და ქართული წინდა იქაც იქნება წარმოდგენილი.

რითია ყველასგან გამორჩეული ქართული წინდა?

ჩემი აზრით იმ ხარისხით, რომელიც აქვს მის პროდუქციას. ამ სტატიის წერის დროსაც ქართული წინდა მაცვია და სრულიად კმაყოფილი ვარ. აბა დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რატომ უნდა იყიდო იმპორტული წინდა, როცა იგივე ფასად და არანაკლები ხარისხით შეიძლება იყიდო ქართული?

ერთი წინასაახალწლო მინიშნება ჩემგან

ახალი წელი მოდის. ქართულ წინდას შეუძლია ისეთი რამ, რასაც ვერსად ვერ მოახერხებთ – ბრენდირებული წინდების შეკვეთა შეგიძლიათ, რომელსაც თქვენი ლოგოთი დაგიმზადებენ თან უმოკლეს დროში. ძალიან მაგარი საჩუქრის იდეაა. რამოდენიმე ნიმუში სურათზეც წარმოდგენილია [ჩემი გადაღებული სურათებია]. ეს არის სუპერ იდეა. მარტო საახალწლო დღესასწაულებისათვის არა, ზოგადად. კომპანიას შეგიძლიათ Facebook გვერდით დაუკავშირდეთ ან აქვე ქვემოთ კომენტარში მოითხოვეთ საკონტაქტო პირის მობილური და მოგაწვდით PM-ით.

 

აქამდე გიყიდიათ ქართული წინდა?

შეგხვედრიათ ქართული წინდას ჯიხური ქალაქში?

გულწრფელად მითხარით, იცოდით ქართული წინდას არსებობის შესახებ?