ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Altersocks - ქართული წარმოების წინდა

Altersocks – ქართული წარმოების წინდა ბაზარს ხალისით იპყრობს!

ამას თუ მოვესწრებოდი არ მეგონა …
ხინკალი წინდაზე …
და არა მხოლოდ ხინკალი …

ქართული წარმოების წინდა, რომელსაც Altersocks აწარმოებს ქართული კომპანიაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შემოიჭრა ბაზარზე. შემოიჭრა და „აიკლო“ ხალისით … ეს იმიტომ, რომ უბრალოდ წინდა კი არ გამოიტანეს ბაზარზე, არამედ სახალისო დიზაინის წინდები, უამრავი სახის. დასათვალიერებლად ეწვიეთ კომპანიის Facebook გვერდს და ვებსაიტს. საყიდლად კი თბილისი მოლში არსებულ სტენდს.

წინდების დიზაინს თვითონ ამზადებენ, უშუალოდ წინდაც საქართველოში იქსოვება. შემდეგ კი რეალიზაცია თბილისი მოლში მდებარე სტენდიდან ხდება. მარკეტინგული ქუხილი და აქტივობა მხოლოდ ინტერნეტით. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სარეალიზაციო წერტილია თბილისი მოლში, რომელსაც მალე მეორე მოჰყვება.

stendi

არის ვერსია ყველასათვის … ქალი, კაცი, ბავშვი … რობოტისთვისაც კი [ოღონდ იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს] … არის შეფუთული ვერსიაც სასაჩუქრე დანიშნულებით

sasachukre

არის ვერსია ლუდის მოყვარულებისათვისაც კი …

ludi

და უამრავი სხვა სახალისო დიზაინის ვერსიაა + შეკვეთით გაგიკეთებენ იმას, რაც გაგიხარდებათ. ეს განსაკუთრებით საინტერესოა კომპანიებისათვის. ბრენდირებული წინდების დამზადება ადვილად შესაძლებელია დღეს.

 

PS
პირველი, ვინც ამ გვერდზე ქვემოთ Facebook კომენტარის ველში მის მიერ ნაყიდი ალტერსოქსის წინდის სურათს დადებს, კომპანიისგან საჩუქრად მიიღებს სამ ნებისმიერ წინდას სასაჩუქრე შეფუთვაში 🙂