კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ერთად ვაწვებით ერთობლივ 30 დღიან გამოწვევას. და დღეს, მე-8 დღეს გთავაზობთ ქართულ კარტოფილზე დამზადებულ ქართულ ჩიფსს – FRIXX. სახლში დაბრუნებულმა ეს შესანიშნავი სამეული სახლთან მდებარე მარკეტში შევიძინე, სურათი გადავუღე, შევალამაზე და … მერე იქითკენ არ გამიხედია და მგონი უკვე აღარ იქნება გადარჩენილი, ბავშვები გააქრობდნენ …
ქართული ჩიფსი FRIXX
საქართველოში ქართული ჩიფსის დამზადების იდეა ძველია. არაერთი მცდელობა მახსოვს რომელიც ვერ შედგა როგორც წარმატებული და მდგრადი ბიზნესი სხვადასხვა სირთულეების გამო. ალბათ იმიტომ, რომ ფართე მდინარის გადაცურვა ნახევარი ძალით ხდებოდა. შემდეგ კი გამოჩნდა სერიოზული კომპანია, რომელმაც გაქაჩა ეს საქმე და რასაც ჩვენ ვხედავთ არის შემდეგი: იმპორტული ჩიფსებისკენ გახედვაც არ მინდა!
და აი ერთი წელია გამოჩნდა ქართული ჩიფსი FRIXX თავისი სამი არომატით. სამივე ძალიან გემრიელია, თუმცა მე პირადად აჯიკა დანარჩენ ორს მირჩევნია.
ჩვენთვის გასახარი ისა, რომ ქართული ჩიფსი FRIXX მონაწილეობდა 26-27 სექტემბერს ჩვენს მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაში და ეხლა 18-20 დეკემბერსაც მონაწილეობს ღონისძიებაში, რომელსაც ჩვენ, მოძრაობა kar.ge სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლასთან ერთად ვაკეთებთ. დიდი წინასაახალწლო მოვლენა იგეგმება და მაქსიმალურად ვქოქავთ ყველაფერს.
რითია უნიკალური ქართული ჩიფსი FRIXX?
პირველ რიგში იმით, რომ ქართული კარტოფილით მზადდება. 18-20 ნოემბერის აგრო გამოფენაზე გავიცანი ის კომპანია, რომელიც RED-ის მხარდაჭერით აწარმოებს სწორედ იმ კარტოფილს, რომელსაც ქართული ჩიფსი FRIXX-ის წარმოებაში იყენებენ. წარმოება ახალია, მაგრამ პრაქტიკულად სარეალიზაციო ქსელის ყველა დახლზე გვხვდება.
ჩიფსების მოყვარულებო: ჩიპსი მოგინდებათ? იყიდეთ მხოლოდ ქართული ჩიფსი FRIXX!