როგორ დავიპყროთ ჩინეთის ღვინის ბაზარი?
მას შემდეგ რაც kar.ge-ზე ეს შეკითხვა დავსვი კარგი ამბებიც მოხდა ამ მიმართულებით. +1 ძალიან კარგი ამბის შესახებ გავიგე დღეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზაჯანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრალურ უბანში [კარგად დაიმახსოვრეთ სახელები] გაიხსნა ქართული ღვინის სახლი, სადაც მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოების ოცდაათამდე სახეობა უკვე არის წარმოდგენილი.
ცნობისათვის: საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან, 93%-ს ღვინო შეადგენს. ჩინეთში ბოლო წლების მანძილზე 1 მლნ ლიტრამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
პრაგმატული თვალსაზრისით რომ ვთქვათ დღეში თითო ჩინელმა თითო ყლუპი ქართული ღვინო რომ გადაყლაპოს ეს იქნება 1.3 მილიარდი ყლუპი, ეს კი თითქმის 1 მილიონი ბოთლია დღეში.
მაქვს იდეა ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზებისათვის: ერთობლივი ქართულ-ჩინური შეჯიბრი სმაში … ოღონდ ქართული ღვინით … აი იქ იქნება ამბავიიიიი J გგონიათ მსმელი ჩინელი ნაკლებს დალევს ვიდრე ქართველი?
მანამდე კი ეს სურათები ნახეთ:
ეხლა კი ჩინეთში „მსმელის“ ტრადიციის შესახებ …
ამ ფაქტის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როცა ერების ბიზნეს კულტურის თავისებურებებს ვსწავლობდი. ჰოდა თურმე ჩინეთში ყოფილა პროფესია – „მსმელი“. ანუ ჩინელს შეუძლია საქმიან შეხვედრაზე რესტორანში [იქაც ეგრეა მიღებული] თან წამოიყვანოს კაცი, რომელიც მის მაგივრად დალევს. დალევს, მაგრამ რას დალევს … პროფესიულად დალევს … და თან თურმე ძალიან მაგრად სვამენ ამ პროფესიის ხალხი. „ბნელი“ მხარე ამ პროფესიას ისა აქვს, რომ 3 წელზე მეტი ვეღარ ქაჩავენ მსმელები …
ისე, სმაში შეჯიბრი მართლა მაგარი რამ იქნებოდა …