ქართულია & kar.ge-ა!
ეპიკური ლაშქრობის დღე მქონდა … გუდვილი დავლაშქრე და დახლოებით 12-მდე ქართული პროდუქტი შევიძინე. ჯიბეს/ბარათს რაღა დაგიმალოთ და ოდნავ დაეტყო, მაგრამ … მაგრამ …
დღეს აღმოვაჩინე ტყის ხილის ჩაი გურიელისგან, რომლის შესახებ აქამდე არც გამეგო. 100 გრამი 3,85 ლარი ღირს და დაყენების და გასინჯვის შემდეგი ცალსახად შემიძლია ვთქვა: ეს თქვენც უნდა გასინჯოთ! ეხლა, ამ სტატიის წერის დროსაც ამას მივირთმევ …
ტყის ხილის ჩაი გემოვნური თვისებებით კარკადეს ჩაის მოგაგონებთ, მაგრამ განსხვავება არის, უფრო მდიდარი გემო აქვს. ეს გასაკვირი არცაა, როცა შემადგენლობაში ჰიბისკუსი, ველური ვაშლი, ასკილი, ფორთოხლის კანი, ველური მსხალი, ანწლი და ატომატიზატორია. ვიტამინების შემცველობას არ ჩამოგითვლით, იყიდეთ და ეზიარეთ თვითონ …
მწარმოებელია შპს „გეოპლანტი“, http://geoplant.ge. ვებსაიტი მზად არ არის და ეს მინუსია, თუმცა შეფუთვასა და სხვა მარკეტინგულ ელემენტებში წუნს ვერ დავდებ ვერანაირად. საქართველოშია დაბადებული ბოლო-ბოლო …
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.