აი წარმატება!
ჯერ იყო 600-მდე თამაშის წარდგენა მსოფლიოს ყველა კუთხიდან ..
იქედან 120 საუკეთესო აირჩიეს …
ამათ შორის კი 4 Best multiplayer game კატეგორიაში აარჩიეს …
მათ შორისაა StormBringer Studios მიერ შექმნილი PIXEL STRIKE 3D Multiplayer Shooter
აი ოფიციალური ბმულიც …
ვინც ვერ ხვდება ეს რას ნიშნავს მარტივად ავხსნი ავხსნი …
ოსკარი ხომ იცით რაცააა? ლეოს რომ ოცნებობს ის …
ჰოდა ამ სფეროში, მცირე სტუდიების მიერ შექმნილ თამაშების ინდუსტრიაში, ოთხეულში მოხვედრა „ადგილობრივი ოსკარის“ ნომინანტებს შორის მოხვედრის ტოლფასი მოვლენაა.
ნახეთ თამაშის gameplay [სადემონსტრაციო ვიდეო] ქვემოთ …
https://www.youtube.com/watch?v=gGLzyvLr5OY
ეგ კიდევ რა …
ნომინირებული თამაშების ტრეილერი გააკეთეს, რომელსაც ქართველის – ლევან ნადაშვილის მიერ დამზადებული მუსიკა დაურთეს. მე მგონი აქ კომენტარიც კი ზედმეტია!
ნახეთ და ისიამოვნეთ …
https://www.youtube.com/watch?v=BK64VTSSMOY
წინ, წარმატებისკენ!