საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის გამარჯვებულია.
ფინალში ჩვენმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა 6-2 და პირველად ისტორიაში ევროპის ერთა თასი მოიპოვა.
გილოცავთ ყველას!
საქართველო – რუსეთი 6-2
57 კგ ოთარ გოგავამ რასულ მეშეზოვი 4-1 დაამარცხა
61 კგ ბექა ლომთაძე დაძაბულ შეხვედრაში 4-6 დამარცხდა ახმედ ჩაკაევთან
65 კგ ზურაბ იაკობიშვილმა პირველივე პერიოდში სუფთად 10-0 დაამარცხა რუსი მურად ნუხკადიევი
70 კგ დავით ტლაშაძემ დამაჯერებლად მოუგო ილდუს გინიატულინს
74 კგ ზურაბ ერბოწონაშვილმა 10-4 დაამარცხა ხუსეინ სიუნჩევი.
86 კგ სანდრო ამინაშვილი დამარცხდა შამილ აბდურახმანოვთან
97 კგ ელიზბარ ოდიკაძემ 6-0 მოუგო ევგენი კოლომიეცს
125 კგ გენო პეტრიაშვილმა პირველივე პერიოდეში სუფთად დაამარცხა ჩეჩენი ბეკხან დუკაევი
გილოცავთ ყველას!