ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ქათმის კვერცხი „კუმისი“

კვერცხის ბიზნესი ერთ-ერთი უნიკალური გამონაკლისია საქართველოში, სადაც მოხმარებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა.

ISO 22000 სერთიფიცირებული შპს “კუმისი XXI” ქართული კვერცხის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის პროდუქციაც შეტანილია “The Best Qulity of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. კომპანია 2005 წელს დაარსდა და უკვე 13 წელია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ქართულ პროდუქტს თავაზობს და ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე. 12 ჰექტარზე გადაჭიმულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 9 საფრინველე და 3 საწიწილეა. უმაღლესი ხარისხის მარცვლეულისა და მაღალი სტანდარტების გამოყენებამ, ასევე წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია – ქათმის 0, I და II კატეგორიის კვერცხი ეწარმოებინა.

ეს 10 ცალიანი 0 კატეგორიის კვერცხი შეკვრა 3.48 ლარი ღირდა უნივერსამში.

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!