ქართულია & kar.ge-ა!
“ლიტვური საცხობი” თბილისში 2005 წელს დაარსდა. ლიტვური საცხობი 30 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის: თეთრი პური, რუხი პური, ჭვავის პური, ბაგეტი, ტოსტის პური, ფუნთუშები, ორცხობილები, საფანელი და პასკა.
ჩვენს ოჯახში თითქმის ყოველდღიურად მოვიხმართ “ლიტვური საცხობის” პურს. განსაკუთრებულ უპირატესობას ჭვავის პურს ვანიჭებთ, რომელიც დაბალკალორიულია. თუმცა დღეს არჩევანი თეთრ პურზე შევაჩერე. პურის ამ სახეობას ფრანგული პური სეზამის მარცვლებით ქვია. პური არის ოდნავ აფუებული ცომით და ძალიან გემრიელია. ჰიპერმარკეტ “გუდვილში” 1.75 ლარი ღირს.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.