ქართულია & kar.ge-ა!
მე 2 წლის პატარა ნიკოლოზი მყავს, ძალიან ცელქი და გონიერი. მუდმივად ახალი გასართობი რომ ჭირდება. საბედნიეროდ ჯერჯერობით სათამაშოებზე მეტად წიგნები უყვარს. მეც ვცდილობ ხშირად გავახარო ახალ-ახალი წიგნებით. დაახლოებით ორი კვირის წინ დიდი ხანი ვარჩევდი მისთვის წიგნს საბოლოოდ კი არჩევანი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნზე ფერადი ანბანი შევაჩერე. ნიკოლოზი ლაპარაკს ახლა სწავლობს და გარემოს კარგად გასაცნობად მისთვის აუცილებელია სხვადასხვა ნივთის ვიზულის ნახვა და სახელის შესწავლა. „ფერადი ანბანი“ აღმოჩნდა მისი ასაკისთვის შესაფერისი. ფერადი ანბანი ლამაზად და ინფორმაციულადაა ილუსტრირებული, რომლებზე მიწერილ დასახელებებშიც ამ გვერდზე გამოტანილი ასო-ბგერაა გამოყოფილი. ვიფიქრე მხოლოდ სურათებით გაერთობოდა, თუმცა ჩემდა გასაკვირად ჩემმა პატარამ უკვე რამდენიმე ასოც ისწავლა, რაც ძალიან მახარებს
საბედნიეროდ საბავშვო წიგნების გამოცემა უკვე ბოლო რამდენიმე წელია პოპულარული და როგორც ჩანს მომგენიანი გახდა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა http://www.sulakauri.ge/ ამ მხრივ ერთერთი ლიდერია. კომპანია 1999 წელს დაარსდა და ნელნელა ერთერთ წამყვან გამომცემლობად გადაიქცა. წელიწადში დაახლოებით 200 დასახელების წიგნს გამოსცემენ. მათ შორისაა თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლები, ბესტსელერები, ნობელიანტები…
საბავშვო წიგნების არჩევანი დღევანდელ რეალობაში იმდენად დიდია, რომ მე პირადად არა მხოლოდ შვილისთვის, არამედ საჩუქრადაც ხშირად ვყიდულობ, თუმცა ზუსტად ამ დიდი არჩევანის გამო მიწევს საათობით დგომა წიგნის მაღაზიებში. ამის დამსახურებაა რამდენიმე წიგნის მაღაზიის თანამშრომლები უკვე გადასარევად რომ მცნობენ და ლამის ოჯახიანად მომიკითხონ ხოლმე 🙂
მე არც კი მოგიწოდებთ შეიძინოთ ქართული გამომცემლობათა წიგნები. მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ წიგნის მაღაზიის სტუმრობისას თქვენ არც კი გაიხედავთ უცხოური საგანმანათლებლო საბავშვო წიგნებისაკენ და შეუძენთ პატარებს ქართული გამომცემლობების მიერ წარმოებულ წიგნებს.
დაძებნეთ, იყიდეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.