ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
mashable

თუ უცხოელი ტურისტი ამას წაიკითხავს …

არ ვიცოდი Mashable ასეთი ტიპის სტატიებს თუ აკეთებდა. შემთხვევით აღმოვაჩინე ეს და ძალიან მომეწონა. ავტორი ან მართლა იყო ჩამოსული საქართველოში, ან აქედან მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია. კარგია როცა ასეთ ცნობილ ინტერნეტ რესურსზე ქართულის და საქართველოს რეკლამას უცხოელი ტურისტი ნახავს.

რამოდენიმე ამონარიდი:

„როცა თბილისში ჩადიხარ, პასპორტის კონტროლში ქართულ ღვინოს გჩუქნიან. ამდენ ადგილას მიმოგზაურია და მსგავსი არსად არაფერი მინახავს …“

„საქართველოში გასაოცარი რაოდენობით ჯიშის ვაზი მოჰყავთ, 500-მდე [სულ დაახლოებით 2000-მდე ჯიშის ვაზი არსებობს]. ნაპოვნია დასტური, რომ ამ ქვეყანაში ღვინო 8000 წლის წინათ მზადდებოდა“

„Schuchmann Wines ყველაზე მეტ ქვევრის ღვინოს აწარმოებს. თეთრი ღვინო ქვევრში 6 თვე ფერმენტდება, შემდეგ კი 2 წელი ბოთლში ძველდება. წითელი ღვინო კი 20 დღე ქვევრში იმყოფება, შემდეგ კი მუხის კასრში 1 წელს ატარებს, შემდეგ კი 3 წელს ბოთლში. კომპანია წელიწადში 1,5 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და მის 80% ექსპორტზე ყიდის“

და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ფრაზა შეგიძლიათ ამოიკითხოთ აქ.