ქართულია & kar.ge-ა!
სალათის ფურცელი არის ვიტამინების ნამდვილი კონტეინერი, რომელიც შეიცავს ბეტაკაროტინს, E, C, P, და B1, B2, B5 ჯგუფის ვიტამინებს. სალათში დიდი რაოდენობით არის კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი და იოდი, გარდა ამისა ფოლიუმის მჟავა და პექტინები. მისი რეგულარული მოხმარება დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, სასარგებლოა უძილობის დროს. მწვანე სალათის ფურცელი კარგი საშუალებაა ისეთი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკისათვის, როგორიცაა თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადება და გასტრიტი.
სალათი სასარგებლოა მხოლოდ ცოცხალი სახით. სალათის არჩევის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ფურცელი უნდა იყოს წვნიანი, არ უნდა იყოს დაბურული და ლაქებიანი. ასეთი სალათის ფოთოლი შევარჩიე ჰიპერმარკეტ “გუდვილში”. ჩემი ყურადღება მიიქცია პროდუქტის ვიზუალურმა მხარემ, გამჭირვალე შეფუთვა, რომელშიც მწვანე სალათის ფურცლები ახლადდაკრეფილს გავდნენ. პროდუქტი წარმოებულია წყალტუბოს რაიონში და შეფუთვაზე მითითებული აქვს წარმოებისა და ვარგისიანობის ვადაც, რაც უფრო მეტ სანდოობას იწვევს მომხმარებლის მოზიდვის თვალსაზრისით. სალათის ფურცლებით მოვამზადე მწვანე სალათის სალათი, რომელიც ძალიან გემრიელი გამოვიდა. ასე რომ, ვისაც გსურთ უსასუქო, ახალი და გემრიელი სალათის ფოთლის შეძენა “გუდვილის” მარკეტების ქსელს უნდა ესტუმროთ.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.