ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ტყიბულის ჩაი

ტყიბულის ჩაი – უმაღლესი ხარისხის შავი ბაიხის წვრილი გრეხილი

ქართულია & kar.ge-ა!

შევეფეთე და შემომეფეთა … ამ ჩაის შესახებ ბევრი გამიგია, მაგრამ აქამდე არ გამესინჯა. ამბობენ მაისის ჩაის სულ სხვა არომატი აქვსო. ვნახოთ, ვნახოთ …

ტყიბულის ჩაი – არომატი ძლიერია, გემოც ორიგინალური აქვს. ტყიბულის მხარეშე 1300 მეტრის სიმაღლეზე პლანტაციაში დაკრეფილი ალბათ კარგი უნდა იყოს. 2.5 ლარი გადავიხადეთ 100 გრამიან შეფუთვაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზრობაზე ვიყიდეთ უნდა ვივარაუდო რომ სხვა ბაზრობებზეც იქნება. შეფუთვის დიზაინი – ჩვეულებრივი. გამიკვირდა, რომ კოლოფში ცელოფნის შეფუთვა ღია იყო, მხოლოდ გადაკეცილი იყო და არა ჰერმეტულად დახურული. საიტი http://tkibulitea.ge არ იხსნება. მდას … არა უშავს, ნებისმიერ შემთხვევაში ამის ყიდვა მირჩევნია.

მარკეტინგი sucks, მაგრამ თავად ჩაი … მაგარია! ღირს 2.5 ლარის გადახდა!

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.