ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ასფურცელა

ტუალეტის ქაღალდი ასფურცელა იცოდით?

რაო, რახან ტუალეტის ქაღალდია არ უნდა დავწეროთ მასზე?
იცით მაინც რამოდენა ბაზარია აქვს ჰიგიენის საშუალებებს?
გაგიკვირდებათ რომ გითხრათ …
თუ ქვემოთ კომენტარში დამეკითხებით, დავწერ 🙂

ასფურცელა – მის შესახებაც ადრეც გამეგო, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე დახლზე …
საინტერესოდ ის მეჩვენა, რომ საბითუმოში დახლზე ზემოდან ედვა და დახლის ქვემოდან გამოღება არ დასჭირდა [ხშირია ასეთი შემთხვევაც] …

 

რა მომეწონა:

  1. ხარისხი ნორმალურია, არა, ნამდვილად კარგია! არც სქელი და არც თხელი და რაც ყველაზე საინტერესოა ზომებზეა დასერილი ისე, რომ სულ 450 ათ-თორმეტ სანტიმეტრიანი „ნაჭერი“ გამოდის. იყიდეთ და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ;
  2. წარმოებულია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შედეგად შექმნილ საწარმოში;
  3. ადევს დამღა – „იყიდე ქართული“. ეს პალიტრა მედიას მიერ წარმოებული კამპანიის ლოგოა. ეს კამპანია პალიტრა მედიამ 2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში წამოიწყო და დღემდე აქტიურია;
  4. ეტიკეტზე მითითებულია კომპანიის მისამართი და ტელეფონი. ისე კი აჯობებდა კომპანიას ვებსაიტი და FB გვერდი ჰქონოდა;
  5. აწერია, რომ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგანაა წარმოებული. თუ არ ვცდები საქართველოში ჩაბარებული მაკულატურისგან უნდა იყოს წარმოებული;
  6. მომეწონა ლოგო და ეტიკეტის დიზაინი;
  7. ფასი – 60 თეთრი, სავსებით მისაღები ფასია მოსახლეობისათვის [საბითუმო ბაზრობაზე ვიყიდე გლდანში];

მოიკითხეთ ტუალეტის ქაღალდი ასფურცელა!

 

PS

ისე, რა „დააშავა“ ასეთი ასფურცელამ ტუალეტის ქაღალდს რომ დაარქვეს?