ქართულია & kar.ge-ა!
შ.პ.ს “ტკბილი ქვეყანა” 2006 წელს დაარსდა. საწარმოს ქართულ ბაზარზე გამორჩეული ადგილი აქვს დამკვიდრებული. “ტკბილი ქვეყანა” მომხმარებელს ტკბილეულის ფართო არჩევანს სთავაზობს. მინდა ავღნიშნო, რომ თავდაპირველად მას ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი არ ქონდა, როგორიც დღეს აქვს. სავარაუდოა, რომ საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მისი მენეჯმენტი ზრუნავს ასორტიმენტის განახლებაზე. “ტკბილი ქვეყნის” ქარხანა აწარმოებს ნამცხვრებს, მარმელადებს, ზეფირს, ვაფლს, ტორტებსა და პასკებს. შარშან მათი სააღდგომო პასკა ძალიან გემრიელი იყო. განსაკუთრებით ტკბილი და ნამდვილი პასკის გემო ქონდა შოკოლადის პასკას.
დღეს “ვეჯინის” მარკეტში შევიძინე ნამცხვარი “მედოკი”. ნამცხვარი “მედოკი” დაჭრილია პატარა ნაჭრებად, შეფუთულია გამჭირვალე პარკში და იყიდება ცალობით. იყიდება წონის ფასით. 1 ცალი მედოკი გამოვიდა სულ რაღაც 0.60 თეთრი, 1 კილოს ღირებულება 9 ლარია. მის შემადგენლობაში შედის: ხორბლის ფქვილი, შაქარი, მოხარშული შესქელებული რძე, თაფლი, კვერცხი, მცენარეული ცხიმი, სოდა. მართალია ნამცხვარი ბებოს დავაგემოვნებინე, (მე მარხვაზე ვარ და ხვალიდან ძირითადად სამარხვო პროდუქტს შემოგთავაზებთ), მაგრამ მას აქვს საკმაოდ კარგი გემოვნება და პროდუქტს დადებითი შეფასება მისცა. ძალიან ტკბილი და გემრიელიაო.
იცხოვრეთ ტკბილად “ტკბილი ქვეყნის” ტკბილეულთან ერთად!
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.