საქართველოს ეკონომიკის ზრდა 4.7 % იყო 2018 წელს. დაბალი ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ეკონომიკურ პოლიტიკაში საბჭოთა აზროვნების დომინირებაა: 200 წლის წინ პირველი ინდუსტრიული რევოლუციის გარიჟრაჟზე პრიორიტეტი იყო „ფაბრიკა-ქარხნების“ შექმნა; საბჭოთა კავშირშიც იგივე პრიორიტეტი იყო; საქართველოშიც იგივე პრიორიტეტია დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა. მაშინ როცა დღეს, მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, ცენტრალური ფიგურა საჭიროა იყოს – “მყიდველი”;
ორი სფეროა საქართველოში, სადაც უკვე მრავალი წელია „ცენტრალური ფიგურა“ არის მყიდველი: ღვინის თემა (პროდუქციის ექსპორტი) და ტურიზმის თემა (მომსახურების ექსპორტი). სწორედ ამ სტრატეგიას მოაქვს შედეგები ამ მიმართულებებში;
მაგრამ რა ხეირი? 2018 წელს ახალი „რეკორდი“ მოხსნა საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა – 5,76 მილიარდი USD. როგორც გატეხილი ქვევრიდან გაედინება ღვინო, ზუსტად ისევე იწრიტება დოვლათი ჩვენი ეკონომიკიდან. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ წარმოების სექტორი ვერ ვითარდება მცდარი სტრატეგიის გამო!
გამოსავალი:
ეკონომიკური პოლიტიკა არის შესაცვლელი ადგილობრივი წარმოების პროდუქციასთან მიმართებაში შიგა ბაზარზე. წარმოების განვითარების მხარდაჭერა საჭიროა არა საბჭოური მეთოდებით (ათვლის წერტილი „ფაბრიკა-ქარხნის შექმნა“), არამედ თანამედროვე მეთოდებით (ათვლის წერტილი „მყიდველი“ და შიგა ბაზრის განვითარება, მოთხოვნის სტიმულირება). 2018 წელს საქართველოს მოსახლეობამ დახარჯა 14 მლრდ ლარი, ტურისტებმა 8 მლრდ, კერძო სექტორმა 6 მლრდ, სახელმწიფომ 4 მლრდ. მშპ იყო 41 მლრდ ლარზე მეტი. აი სადაა ეკონომიკის ზრდის პოტენციალი – შიგა ბაზარზე!!!
ჩვენი სათქმელ საკეთებელი ერთია:
ვიყიდოთ საქართველოში წარმოებული ნაწარმი!