ბარამბოს პროდუქციის ფანი ვარ და გამიხარდა [სხვათა შორის Facebook-ით გაზიარებული სურათიდან გავიგე მისი არსებობა] რომ ახალი შოკოლადი გამოუშვია – ტატანო.
ვიყიდე სუპერმარკეტში La Family, დიღომში. ფასი 61 თეთრი. მარკეტებში 65 ან 70 თეთრი ეღირება ალბათ. ზოგს მართლაც უყვარს ასეთი შოკოლადი, შიგნით კარამელით და ასეთი შემადგენლობით, მაგრამ მე პირადად ვერ დავუმუღამე. ცოტა არ მესმის რაღა დაგიმალოთ და ასეთი სახელი რატომ დაარქვეს, ან ასეთი შეფუთვა რატომ … ალბათ ბავშვებზეა გათვლილი და მიტომაც. ტატანო სახალისოდ კი ჟღერს.
დასკვნა: ჰიტური შოკოლადი ალბათ არ იქნება, მაგრამ ასორტიმენტს სახალისოდ შეავსებს!