“რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთ, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებით”
ილია ჭავჭავაძე, 1837-1907
საინტერესოა კონკრეტულად რა იგულისხმა ამ სიტყვების თქმისას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს აზრი მუდმივად იქნება ძალაში.
თუ შენ არ გადადგი პირველი ნაბიჯი, სხვა რატომ შეიწუხებს თავს? თუ ჩვენ არ დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ ქართული პროდუქტების ყიდვაა აუცილებელი, უცხოელი მოიკლავს თავს? თუ ჩვენ არ შევქმენით ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი გარემო, სხვა ქვეყანა გააკეთებს ამას? თუ ჩვენ არ ჩავდეთ ქართულ ეკონომომიკაში ფული, ინვესტორი გააკეთებს ამას? თუ შენ არ ყიდულობ ქართულ პროდუქტს, უცხოელმა რატომ უნდა იყიდოს იგი?