ეს ვიდეო პირველად ამ ორიოდ დღის წინათ ვნახე და იცით რა გამახსენდა?
-„უტვინო თავმა ფეხებს ძალა დაატანაო“ …
-„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ …
… და კიდევ შეიძლება ალბათ ბევრი ქართული ანდაზის მოშველიება საიმისოდ, რომ აღვწეროთ სწრაფი სესხის აღების შემდგომი „კრუნჩხვები“. არადა ადამიანებს ბოლომდე რომ ჰქონდეთ გააზრებული რა ყულფში ჰყოფენ თავს, გაცილებით ნაკლები ოჯახი იქნებოდა საფინანსო ინსტიტუტის ტყვეობაში.
სულ ახლახან აღმოვაჩინე ეს ვიდეოც და ეროვნული ბანკის YouTube არხი, რომელიც ფინანსური განათლების დონის გაზრდისადმია მიძღვნილი. ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეოა, რომელთა ყურებისას ნამდვილად „განათლდებით“. რატომ არ გააკეთა ასეთი რესურსი აქამდე არცერთმა ბანკმა ან სწრაფი სესხის გამცემმა ორგანიზაციამ? მიზეზი ნათელია: რაში სჭირდება მას განათლებული მსესხებელი? სწორედ ამიტომ ეს ვიდეო ავარჩიე kar.ge-ზე პირველად გასაზიარებლად.
ნახე, შემდეგ კი რაც შეიძლებ მეტ ადამიანს გაუზიარე…
აუცილებლად გააზიარეთ, რათა ყველამ გაიგოს …