ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა …
- ქვეყანაში სიმდიდრე არ გროვდება, რაც შემოდის ტურიზმიდან, ინვესტიციების სახით, ექსპორტისგან, ჩვენებურების ჩამორიცხვებიდან გაედინება და მას ყოველწლიურად მილიარდ USD-ზე მეტი მიჰყვება დამატებით. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი წლიდან წლამდე არის 5.5 მილიარდი USD.
- ქვეყანაში მასიურად პატივს არ სცემენ შიდა ინვესტორებს, რომელთაც 2015 წელს 21 მილიარდამდე ლარი დახარჯეს. მაშინ როცა აფეტიშებენ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც 6-ჯერ ნაკლებია [1,564 მილიარდი USD 2015 წელს];
- ეკონომიკის განვითარების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული პროექტები ჩამორჩენილები არიან დროს და ბუნებრივია ვერ შეეჭიდებიან საერთაშორისო გამოწვევებს, მაგალითად მე-4 ინდუსტრიულ რევოლუციას, რომელიც უკვე ხდება;
შედეგად რა გვაქვს? 90%-ზე მეტი ეკონომიკური ოკუპაცია, 2.8 % ეკონომიკური ზრდა, არასტაბილური ლარი, უმუშევრობა, მუდმივად შემცირებადი მოსახლეობის რაოდენობა, მომდევნო 10 წელიწადში კი 24 მილიარდი USD ვალი გადასახდელი.
მაშინ, როგორ მივიღოთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოკლე დროში?
ამ შეკითხვას ყველა სხვადასხვანაირად სცემს პასუხს.
ნახეთ როგორ ვპასუხობთ მოძრაობა KAR.GE მას …