შესავალშივე მინდა ხაზგასმით ვთქვა:
ჩვენ არ ვმალავთ სტატისტიკას როგორც ბევრი სხვა საიტი და არ ვატყუებთ ჩვენს სტუმარს. როცა კარგი რეიტინგი გვაქვს ვწერთ, როცა ეს რეიტინგი ვარდება იმასაც ვწერთ. ჩვენთან არ დევს Google Analytics-ის „გაბერილი“ მრიცხველი. kar.ge-ზე მუდმივად ღიაა TOP.ge სტატისტიკა და მისი შემოწმება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი ნებისმიერი მოწყობილობიდან. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს სიძლიერეს. გამგები გაგვიგებს!
სექტემბერში დავარდა ვებსაიტის რეიტინგი. მიზეზი სამია: 1) სამწუხაროდ მოძრაობა kar.ge-ს გამოაკლდა ვებ პარტნიორი თავისი იმ რესურსებით, სადაც ჩვენ ვაზიარებდით kar.ge შინაარსს. თან გამოგვაკლდა ყველაზე ისეთ მომენტში, როდესაც ძალიან გვჭირდებოდა მხარდაჭერა; 2) 26-27 სექტემბერის გამოფენა-გაყიდვაზე გადართულებმა სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ ვებსაიტზე მუდმივად განახლებადი შინაარსის შექმნას; 3) რამოდენიმე ინტერნეტ-რესურსის მფლობელი, რომელიც გვერდში დგომას გვპირდებოდა სექტემბერში, რეალურად „ყანწპატრიოტი“ აღმოჩნდა და საქმე საქმეზე როცა მიდგა უარი გვითხრა. თუმცა გვირაბის ბოლოს ნათელი მაინც გამოჩნდა და მალე დავიწყებთ აღმასვლას 🙂
ციფრები ასეთია …
2015 სექტემბერში [1-30] kar.ge-ზე ჯამში დაფიქსირდა:
- სულ საიტის სტუმრები – 78,840
- სულ გვერდების დათვალიერება – 111,154
- დღეში სტუმართა საშუალო რაოდენობა – 2,628
- დღეში გვერდების დათვალიერების საშუალო რაოდენობა – 3,705
- მაქსიმალური სტუმრიანობა დღეში – 6,116 სტუმარი, რომელთაც 8,095 გვერდი დაათვალიერეს;
წყარო: kar.ge Google Analytics