სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა სამხედრო დანიშნულების პროდუქციას უშვებს, მაგრამ როგორც ჩანს სეტყვა იმდენად სერიოზული თემაა, რომ მისკენაც გაიწია და სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი გამოუშვა. ამ დანადგარის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მივიღე Facebook-ით, მაგრამ 26 მაისის დღესასწაულზე ჩემი თვალით ვნახე. არ ვიცი გამოცდა რამდენად წარმატებულად შედგა, ან შედგა თუ არა, მაგრამ ამ პროდუქტს დიდი საექსპორტო პოტენციალიც აქვს თუ დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.
აი ასე მონტაჟდებოდა ეს დანადგარი სდ-26 ლაგოდეხის რაიონში, სოფლებში კაბალში, ჰერეთისკარში, დავითიანში და კართუბანში. წინასწარი პროგნოზით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 80 – 90 % -ით შემცირდება. სეტყვის საწინაარმდეგო სისტემა სრულყოფილ ფუნქციონირებას მაისის ბოლოდან შეძლებს. მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორია ამ დანადგარების საშუალებით სტიქიისაგან დაცული იქნება.