სესხთან ფრთხილად!
საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, კერძო მევახშის ან სწრაფი სესხის გამცემის ვალი ახრჩობს. მიუხედავად იმ საუბრებისა, თუ როგორ ყვლეფს საბანკო სისტემა ხალხს და მდიდრდება მის ხარჯზე, ძირითადი დამნაშავე უმეტეს შემთხვევაში ადამიანია, რომელიც ისეთ სესხს და ისეთი პირობით იღებს, რომელსაც საღ გონებაზე ნამდვილად არ მიეკარებოდა.
მაგრამ როგორ გინდა დაარწმუნო უბრალოდ მომხმარებელი, რომ მისივე უბედურების სათავე თავად მასშია? სწორედ ამ მიზნით ჩატარდა ეს სახალისო, მაგრამ რეალური ექსპერიმენტი.
შედეგი სავალალოა: ადამიანების დიდი ნაწილი ისე იძლევა თანხმობას ონლაინ სესხის აღებაზე, რომ არც კი უკვირდება რა პირობებზე „აწერს ხელს“. ამას ხშირ შემთხვევაში დამღუპველი შედეგი შეიძლება ჰქონდეს სესხის ამღებზე.
ნახეთ თავად …