ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სახელმწიფო შესყიდვების 4 პრინციპი Sunshine Coast-ში

წყარო: hinterlandtimes.com.au – ავსტრალიის მედია პორტალი

 

შორეული ავსტრალია …

შტატი Queensland    

ძირითადი ქალაქი Sunshine Coast დაახლოებით 300,000-მდე მაცხოვრებლით

ჰოდა ამ ქალაქის მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა სახელმწიფო შესყიდვების დროს არა მხოლოდ გადაიხაროს ადგილობრივი მწარმოებლებისაკენ, არამედ კონკრეტული სახელმძღვანელო ინსტრუქციების კი გამოუშვა საამისოდ. შედეგების დათვლა ჯერჯერობით ადრეა, მაგრამ 2016 წლის დასაწყისიდან სახელმწიფო შესყიდვებზე გასული 133 მილიონიდან 68% ადგილობრივ ბიზნესებისგან შესყიდვებზე დაიხარჯა.

დეტალებს ორიგინალ სტატიაში ნახავთ. აქ კი მოკლედ ჩამოვთვლი რა მთავარი სახელმძღვანელო ინსტრუქციები აქვთ იქ, კენგურუს ქვეყანაში, Queensland შტატის ქალაქ Sunshine Coast-ში:

  1. 15,000 $-ზე ნაკლები კონტრაქტი – შეთავაზების გასაკეთებლად იწვევენ მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესს;
  2. 15,000-100,000 $ დიაპაზონის კონტრაქტი – სამი აუცილებელი წინადადებდან ორი უნდა აუცილებლად უნდა იყოს ადგილობრივი ბიზნესის;
  3. 100,000-200,000 $ კონტრაქტი – სამი აუცილებელი წინადადებიდან ერთი უნდა აუცილებლად იყოს ადგილობრივი ბიზნესის;
  4. ყველგან, სადაც ადგილობრივი შეთავაზება „ებრძვის“ არაადგილობრივს შეფასების კრიტერიუმებში 15% წონა აქვს კრიტერიუმს – „ადგილობრივი ეკონომიკაში შეტანილი წვლილი“;

ხვდებით რომ რამოდენა მნიშვნელობა აქვს ამ მე-4 პუნქტს?

2,846,942,257 ლარი – ეს არის 2014 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება [წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში]. 2015 წლის მონაცემები ჯერ არ გამოცხადებულა. ხვდებით ხომ სახელმწიფო შესყიდვებში ეროვნული ეკონომიკის განვითარების რამოდენა რესურსია?