ქართულია & kar.ge-ა!
1 თვის წინ რომ ჩემთვის გეკითხათ ვერც კი გიპასუხებდით გვქონდა თუ არა ხელსახოცების წარმოება. ეხლა კი უკვე მესამე ბრენდის ხელსახოცის შესახებ ვწერ. სან ფეიფერ ქართული რომაა მხოლოდ შტრიხ კოდით თუ მიხვდები. ქართულად გაკეთებულ წარწერებს უკვე დიდი ხანია არ ვენდობი; ესენი მომხმარებლის შეცდომაში შესააყვანადაა მოფიქრებული …
სან ფეიფერ – მწარმოებელია შპს სუგრა. მე ამ მომენტისთვის საქართველოში არცერთი ფურცლის/ქაღალდის წარმოება არ ვიცი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ხელსახოცები შემოტანილია და მერე აქ ფასოვდება. არ ვიცი აქ რა „მაფიაა“, მაგრამ შეფუთვა ჯერ კიდევ იმ დროინდელია, როცა საქართველოში თბილისის ტელეფონის ნომრები 6 ციფრიანი იყო.
არადა შტრიხ კოდი 486-ით იწყება …
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.