ქართულია & kar.ge-ა!
კარგი რამეა დილით ერთი ჭიქა ცივი რძე, სანტინო ჩემი „ამოჩემებული“ ბრენდია, რატომ? იმიტომ რომ ნატურალური პროდუქტია, მზადდება მაღალმთიან რეგიონებში შეგროვებული რძისგან და გადის მკაცრ კონტროლს, შესაბამისად ჩემი როგორც ერთი რიგითი მომხმარებლის ნდობაც მოპოვებული აქვს. ზომიერად ბლანტია და სასიამოვნო დასალევია.
შეფუთვა მოსახერხებელი, პეტი 1ლ
ხშირად ისმის შეკითხვა: ქარხნული თუ სოფლის?
ძროხის რძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭრო ასზე მეტ კომპონენტს შეიცავს. ამიტომ ეს პროდუქტი სასარგებლო და აუცილებელიცაა ყველა ასაკის ადამიანისთვის
მაღაზიაში ძირითადად ქარხნული წესით დამზადებული იყიდება, თუმცა ბაზარზე სოფლის რძეც უხვადაა. განსხვავება მათ შორის დიდია. თუ სოფლის რძე პირდაპირ ყოველგვარი დამუშავების გარეშე იყიდება, ქარხნული რძე ნატურალური რძის თერმული დამუშავებისა და ცხიმის ნორმალიზაციის შედეგად მიიღება. ქარხნული რძის კიდევ ერთი სახეობაა აღდგენილი რძე, რომელიც რძის ფხვნილისაგან მზადდება.
ზოგადად, რაც უფრო მეტადაა დამუშავებული რძე, მით მეტადაა დაკარგული მასში შემავალი სასარგებლო კომპონენტები. ამიტომ სოფლის რძე ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, თუმცა მისი არჩევა უფრო რთულია. ამიტომ სოფლის რძის შერჩევა ყოველთვის სარისკოა.
წყარო: www.momxmarebeli.ge
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.