ტკბილეული ალბათ ყველა ჯანმრთელ ადამიანს უყვარს, გადატვირთული დღის გრაფიკი ვისაც აქვს მათთვის კი ალბათ აცილებელიც ხდება ტკბილეულის სუსნავი 🙂 ასაწონი ტკბილი სასუსნავი – უზარმაზარი და უგემრიელესი არჩევანი აქვს საკონდიტრო საწარმოს – სანდომი. ჩემი შვილების საყვარელი სასუსნავი კი მათ მიერ წარმოებული – შოკოლადის ღილებია, თან თამაშობენ და თანაც გემრიელად მიირთმევენ. კარგი მოფიქრებაა ღილის ფორმის შოკოლადი, ვინაიდან ბავშვები, ხან ფულობანას თამაშობენ, ხან დიზაინერობანას, მოკლედ მრავალგვარი გამოყენებით სარგებლობენ ამ გემრიელი პატარა შოკოლადით.
ასაწონია და ძალიან იაფი ჯდება, ყოველდღე ვყიდულობ 2-3 ლარის დიაპაზონში და 2 ბავშვის და თითქმის მთელი ოჯახის სარგო გამოდის, მოცულობით ერთი ფირფიტა ძალიან მსუბუქია და ალბათ ამიტომ, თუმცა ნოყიერი ნამდვილად არის.
გარდა შოკოლადის ფილებისა სხვა უამრავი სასუნავია საკონდიტრო საწარმო სანდომისგან წარმოებული, ნებისმიერი ტიპის გემოვნების დასაკმაყოფილებლად. იხილეთ კომპანიის ფეისბუქის გვერდი, ცოტა აქტიურობა აკლია და რაც მთავარია თანმიმდევრული აქტიურობა. აღდგომის მერე არცერთი პოსტი არ აქვთ განთავსებული, არ აქვთ ვებ გვერდი და ასევე რთულად მოიპოვება კომპანიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, როგორც არაერთი ქართული კომპანია ესენიც არ ჩამორჩებიან მარკეტინგში ჩავარდნილ მხარეს! რა გვჭირს, რა ღმერთის წყრომაა, რა გახდა თითო კომპანიას თითო მარკეტინგი ოდნავ მაინც ხომ შეამსუბუქებდა დასაქმების პრობლემას და რაც მთავარია თავინთი კომპანიის ასე ვთქვათ უმთავრეს საკითხს – მარკეტინგულ აქტივობას მოაგვარებდა.
ვუსურვებ წარმატებას! ერთი კი ნამდვილად მინდა ავღნიშნო – ასაწონი პროდუქცია უნდა იყოს მეტად იზოლირებული მომხმარებლებისგან, რომ ყველამ ვერ შეძლოს ხელის ჩაფათურება ყუთში, მე პირადად ვყიდულობ მხოლოდ იქ სადაც ვნახულობ, რომ ყველა წესი დაცულია, ერთჯერადი ხელთათმანი და იზოლირებული გარემო, ეს მინიმუმია რაც ყველა მარკეტმა უნდა დაიცვას, თუმცა ალბათ ისევ ჩვენ მომხმარებლებმა უნდა ავიმაღლოთ კულტურა და მოვთხოვოთ გამყიდველ მაღაზიას წესების დაცვა, სხვაგვარად მათთვის ეს უბრალოდ დამატებითი ხარჯია და თავს ალბათ კიდევ დიდი ხანი არ შეიწუხებენ.
გარდა ამ შემთხვევისა კიდევ სხვა ბევრ შემთხვევაში მოგიწოდებთ ქართველნო – ავიმაღლოთ სამომხმარებლო კულტურა, მოვითხოვოთ ის რაც ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთის ასე მნიშვნელოვანია, სისუფთვის ყველა წესის დაცვა გამყიდველი მაღაზიების მეპატრონეებისგან, პროტესტის ნიშნად მე ერთი რომ არ ვიყიდი და თქვენ 1 000 იძულებული გახდება, კეთილს ინებებს და მომსახურების დონესაც აწევს და სისუფთავესაც დაიცავს!!!
იყიდე ქართული – ყველა მწარმოებელს თუ არა თქვენ საყვარელ პროდუქტებს ვინც აწარმოებს მათ მაინც მიწერეთ, დაუფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები, სურვილები, ჯანსაღი პრეტენზიები დამიჯერეთ მათ ეს ძალიან სჭირდებათ!