ღვინის კომპანია Shumi-ს სამმა ქართულმა ღვინომ მოიპოვა სამი ოქროს მედალი CWSA 2015-ზე. CWSA ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შეჯიბრია ჰონგ-კონგსა და ჩინეთში. ეს კომპანია Shumi-ს კიდევ ერთი სერიოზული წარმატებაა.
გამარჯვებული ღვინოებია:
– 2014 წლის საფერავი [ორმაგი ოქროს მედალი]
ეს და მრავალი მსგავსი აღიარება არის გზა ჩინეთის ბაზრისკენ. რატომ? სწორედ ასეთ ფესტივალებზე ყალიბდება ურთიერთობები დისტრიბუტორებთან, პარტნიორებთან; სწორედ აქ „იჭრება“ შესაძლებლობები. ჩინეთში ღვინის მოხმარება 2000 წლიდან იზრდებოდა, მაგრამ 2012-2013 წლებში დასტაბილურდა 2013 წელს 16,8 მილიონი ჰექტოლიტრის [1,68 მილიარდი ლიტრი] დონეზე. ეს უზარმაზარი ბაზარია, რომელზე თავის დასამკვიდრებლადაც ქართული კომპანიებიც იბრძვიან.