ქართულია & kar.ge-ა!
მე მურაბების დიდი მოყვარული არ გახლავართ, თუმცა ლეღვის მურაბა არის იმ მცირე ჩამონათვალში რასაც მე მივირთმევ, ვიყიდე მაგრამ დაგემოვნება მე ვერ მოვასწარი 🙁 გადამისანსლეს, რაც იმას გულისხმობს რომ გემრიელი იყო. 🙂 გამართლება ოჯახის წევრებისგან – სამარხვო ტკბილეული TMT -სგან ჩვენ გვეკუთვნისო 🙂 მე არ ვმარხულობ და დამსაჯეს!
კომპანია TMT აწარმოებს ხილსა და ბოსტნეულს ასევე, დაკონსერვებულ ბოსტნეულს, ფაფებს, ჯემებს, წვენებს, მარმელადს, მშრალ ხილს ( ჩირი) და აჯიკას.
ხილსა და ბოსტნეულს სხვადასხვა გლეხებისაგან და ფერმერებისგან აგროვებენ, საქართველოში, რითაც გლეხს სტიმულს აძლევენ კიდევ უფრო ხარისხიანი და მრავალრიცხოვანი მეურნეობა აწარმოონ. მივესალმები მათ წარმოებას კიდევ უფრო ამის გამგონე.
დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია ძირითადად წარმოდგენილია ისეთ მსხვილ სუპერმარკეტებში როგორიცაა: ფუდმარტი, იოლი, გუდვილი, ასევე სხვადასხვა პატარ-პატარა მაღაზიებში.
2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, გერმანია, ამერიკა.
ჩემი აზრით ძალიან მიზანდასახული კომპანია გაგაცანით, მიუხედავად იმისა, რომ არ მსმენია მათზე აქამდე, არსად მინახავს მათი სარეკლამო აქტივობა, ჰქონიათ ვებ გვერდი და ფეისბუქის გვერდი.
გირჩევთ, როგორც მეგობარი და როგორც ახალი მომხმარებელი, მეტი აქტივობა ქართული ბაზრის მეტად დასაპყრობად! მითუმეტეს როცა თქვენვე გიწერიათ რომ: “კომპანიის შემოსავლების 60% -ის წინ წაწევა განაპირობა ექსპორტმა”.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებასდავიყიდოთქართულიწარმოებისპროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.