გახსნის დღიდან ამ საკონდიტროს ერთ-ერთი უერთგულესი მომხმარებელი ვარ და იცით რატომ?
4 წელია არ შეუცვლიათ ხარისხი ვგულისხმობ უარესობისკენ, სტაბილურობა და უკეთესობისკენ ზრდა საკონდიტრო მადა-ს მთავარი მესიჯი უნდა იყოს!
უგემრიელესი და ძალიან ლამაზად გაფორმებული ტორტები, ტორტები დაბადების დღისთვის, კორპორატიული წვეულებისთვის, მეგობრებთან საღამოს ტკბილად გასატარებლად – ნებისმიერი ზომის, ფორმის და ფასის მიხედვით; მიიტანე სასურველი ნახატი და წარწერა არც ამაზე გეტყვიან უარს 🙂 ნახეთ ფოტო კიდევ ერთხელ, ეს მათი შემოქმედებაა. ცომეული მოგენატრა ნებისმიერი შიგთავსით (ყველი, კარტოფილი, ლოგიო, ყველი და ლორი, ლობიო ლორით, და ა.შ.) რა ჩამოთვლის მათ ნაირსახეობას, ფენოვანი ცომით თუ მის გარეშე, ყველაფერი ასე გემრიელი რა ხელს გამოსდის? ალბათ სწორ მენეჯმენტს და მონდომებას აკეთო ხარისხიანი და ხარისხიანად!
ერთი სიტყვით უნაკლო საკონდიტროა – გირჩევთ დამიჯერეთ, ტყუილუბრალოდ არავის ვაფასებ ასე!
თავად საკონდიტროს ისევ და ისევ რამდენიმე მეგობრულ სამომხმარებლო რჩევა ჩემგან:
- ვებ გვერდი მეგობრებო – ბევრი დრო გავიდა ისევ იმ შეხედულებაზე ხართ, რომ არ გჭირდებათ?
- უფრო აქტიური და გალამაზებული სოციალური ქსელი, ესეც ნამდვილად საჭიროა!
- უფრო აქტიური კამპანია თქვენი ცნობადობისთვის 🙂
სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი კარგია და მშვენიერი!