“თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა”
ილია ჭავჭავაძე, 1837-1907
ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველა დაეთანხმება ამ სიბრძნეს, სიბრძნესაც არა, უბრალოდ მარტივ ჭეშმარიტებას. რომ ჰკითხო გრძელ ანოტაციებსაც მოისმენ ამ თემაზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება რეალობა საპირისპიროა. ქართველი, თავისი ცხელი თავქარიანი ბუნებით არას დაგიდევს თანმიმდევრულობას, ცივ გონებაზე აზროვნებას, დაგეგმვას, სტრატეგიას და შედეგი – „წმინდა წყლის ძებნა“ მაშინ, როცა ამისი შანსიც კი არ არის სათავეში უკვე დაშვებული შეცდომების გამო.
მე მაინც მგონია, რომ დრო და გამოცდილება თავისას გააკეთებს თუნდაც ამას 10 თაობის გამოცვლა დასჭირდეს. მთავარია ჩვენ არ მოვწყდეთ განვითარების მთავარ ხაზს, რაც ცივილიზებული სამყაროსკენ უფრო და უფრო მჭირდო ინტეგრაციაში მდგომარეობს.