ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რადიო ეთერი, საზოგადოებრივი რადიო – 102,4

დიდი მადლობა ქ-ნ ბარბარე ბენაშვილს და საზოგადოებრივი რადიოს მთელ გუნდს, რომელმაც დრო დაგვითმო და ფერმერის საათში ქართული პროდუქციის პოპულარიზების თემაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცა.

ფერმერის საათი კვირაობით, 15:00 გადის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, მაგრამ ვინაიდან 20 დეკემბერის 15:00 გამოფენა-გაყიდვის დაჯილდოვების ცერემონია გვქონდა დაგეგმილი და თან ძალიან გვინდოდა ამ შანსის გამოყენება, ჩავწერეთ 19 დეკემბერის საღამოს. სტუმრად გახლდით კომპანია DELICATO-ს მენეჯერი, ქ-ნი მადონა სურმანიძე და მე, ტარიელ ზივზივაძე.

თემები?
• მოძრაობა kar.ge ისტორია…
• გამოფენა-გაყიდვის მონაწილე კომპანიები, მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქტები…
• მომავალი გეგმები…
• და სხვა „ახლო“ თემები იმპროვიზაციით …

ვფიქრობ რადიო მსმენელს ნათლად ავუხსენით თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართული პროდუქტის ყიდვას … და ამ დროს ხომ იცით როგორ მიფრინავს დრო?!