ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

საექსპორტო კომპანია დარეგისტრირდა

ერთმა კარგმა საქმემ შეგვკრიბა ეს სამი ადამიანი იუსტიციის სახლში …
ამ ერთი თვის წინათ ლონდონში ექსპორტის შესაძლებლობაზე დავწერეთ …
და ბიზნეს კომპანიებს მოვუწოდეთ დაკავშირებოდნენ ამ კარგ ადამიანს …
შეგვეხმიანა მეწარმეთა საზოგადოება, ოღონდ ბევრი არა …
როგროც ჩანს ბევრს ან პროდუქტი არ უვარგა, ან თვითონ არ ვარგა …
მოკლედ, საქმე მაინც აგორდა …
იგორა, იგორა და …
ჩამოვიდა ეს ადამიანი თბილისში და …
დღეს დარეგისტრირდა საექსპორტო კომპანია, რომელიც წაიღებს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და თავისი ბრენდით შეიტანს [დასაწყისისთვის] 30-მდე საცალო ვაჭრობის ობიექტში ლონდონში. მეწარმეს ევალება მხოლოდ თავის საქმე აკეთოს, ექსპორტს კომპანია მიხედავს. KAR.GE კი პერსპექტიული პროდუქციის აღმოჩენებით დაკავდება …
დანარჩენი მოჰყვება ნაბიჯ-ნაბიჯ …
წარმატებების შესახებ გაცნობებთ …

აქედან მეწარმეებისათვის საინტერესო დასკვნა:
გაქვთ ხარისხიანი ქართული პროდუქცია?
დაგვიკავშირდით!
თორემ როგორც ხედავთ საქმე უთქვენოდ წავა წინ …
უფრო სწორედ სხვა პროდუქტები წავლენ ექსპორტზე, თქვენ კი …