უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინო ზაუტაშვილს და რეალური სივრცის მთელ გუნდს მოწვევისა და ამ საქმისთვის ყურადღების დათმობისათვის. ხვალ, 6 აპრილს დიდი პრეზენტაცია გვაქვს. გაკეთდა სერიოზული საქმე და ჩვენ გვინდა მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.
რა კატალოგი გაკეთდა?
მოძრაობა KAR.GE-ს მიერ შექმნილი “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017” პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემაა, რომელშიც 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია თავმოყრილი ფოტოებით, აღწერილობებით და საკონტაქტო ინფორმაციით. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. PDF ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.