ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ყანწი

საგანგაშო: 6 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, იანვარი-ივნისი 2015

მაინც ვწერ, მაინც ვაკეთებ სტატიას, და ვავრცელებ … იქნებ ვინმემ თვალი მოკრას … იქნებ ვინმემ შეისმინოს … იქნებ ვინმე ოდნავ გამოფხიზლდეს …

2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4,761,000,000 [4 მილიარდზე მეტი] აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1,082 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3,680 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივნისში 2,598,000,000 აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

სხვა დეტალური ინფორმაცია კი აქ შეგიძლიათ ნახოთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე.

2014 წელს, როცა საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსის „საამაყო“ რეკორდი – 5,735,000,000 აშშ დოლარით დავამყარეთ, პირველი 6 თვის უარყოფითი ბალანსი 2,612,000,000 აშშ დოლარი იყო, მაგრამ მაშინ ბრუნვა 6 თვეში 5,449,000,000 იყო, ეხლა კი 4,761,000,000 არის.

ერთი სიტყვით, სტატისტიკა სავალალოა, უარესობისკენ მიდის საქმე …

ქართული პროდუქცია უნდა ვიყიდოთ სადაც კი შესაძლებელია …