ამონარიდები ბრალდებულთა ჩვენებიდან …
[წყარო უცნობია]
1.”პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ სწრაფი ნაბიჯით გავასწარი”
2.”ჩემი ცოლი გარეთ შიშველი კი არ გამიგდია, უბრალოდ მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს”.
3.”ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი. ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის.”
4.”არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ.”
5.”ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა. ჩვენ შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო.”
6.”გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კი არ ისმოდა, არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა.”
7.”სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამაჯარიმებდნენ”
8.”გუშინ სამსახურში სული საზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა”
9.”პლაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქათ”
10.”მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა. მოვითხოვ!!! რომ მეზობელმა თვითონ აბანავოს ქათმები!”
11.”მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა მას საერთოდ ტვინი თუ ქონდა”
12.”დაშავებულს, რომ მივუახლოვდი ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია”
დაამატებთ რამეს?