საბერძნეთი ცუდ დღეშია …
საბერძნეთში ბანკები დახურულია, ბანკომატიდან ერთ ბარათზე დღეში 60 ევროზე მეტის გამოტანა არ შეიძლება, საფონდო ბირჟა დახურულია … ეს ფინანსური კოლაპსია. ოფიციალურად ბანკების გახსნის თარიღი არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი მდგომარეობა 7 ივლისამდე გაგრძელდება.
5 ივლისს რეფერენდუმია საბერძნეთში. რაოდენ სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს შეკითხვა ასეთია: უნდა გადაიხადოს თუ არა საბერძნეთმა ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი ვალები? არ მეგონა ქართველებზე მედღეხვალიე ხალხი თუ სადმე იყო კიდევ მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი …
რატომ მოხდა ეს კოლაპსი? ისტორია გრძელია, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი … ასე ხდება როცა „ყრძო“ მთავრობა გყავს … ასე ხდება, როცა ვალს ვალზე იღებ და გადახდაზე არ ფიქრობ … ასე ხდება, როცა გულაობ სხვის ხარჯზე და გგონია რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდება …
რატომაა ეს თემა საჩვენო?
იმიტომ, რომ საბერძნეთში მომუშავე ქართველები აქ მყოფებს „არჩენენ“. 2014 წელს საბერძნეთიდან საქართველოში ჩამორიცხვების საერთო ოდენობამ 204,000,000 აშშ დოლარს გადააჭარბა. „გაფუჭდება“ სიტუაცია საბერძნეთში? მივიღებთ ნაკლებ შემოსავალს საქართველოში, ეს კი აქ მყოფ მოსახლეობას დააკლდება და თან როგორ … უკვე დააკლდა … თუ მაგალითად 2014 წლის ყოველ თვეში 17-18 მილიონზე მეტი ირიცხებოდა, ამ წლის გასულ თვეებში 12-13 მილიონს შორის მერყეობს. ანუ უკვე აისახა და უკეთესი „პირი“ არ უჩანს …
საკუთარის უპატივცემულობით, მედღეხვალიობით, ვალების აღებით და ყულფში თავის გაყოფით იწყება ყველაფერი. ჩვენ პირველ რიგში ქართული წარმოების პროდუქტები უნდა ვიყოდოთ. ეს რა შუაშია? იმ შუაშია, რომ მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქტების ყიდვის შემთხვევაში რჩება დოვლათი ამ ქვეყანაში. ხოლო რაც მეტია ეს დოვლათი, მით ნაკლები ვალის აღება გიწევს, ეს კი ქვეყნის, ბიზნესის და თითოეული მოქალაქის წინსვლის და განვითარების წინაპირობაა.