რუმინეთი …
ხედავთ რუმინეთი როგორ “ლელო[ებ]ს” გვიდებს? მცირედი ანალიზის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ დისბალანსის უდიდესი წილი ნავთობპროდუქტებზე მოდის. რას ვიზამთ, ეს იმპორტი ალბათ ძნელი ჩასანაცვლებელი იქნება თუ საქართველოში რამე სერიოზულმა საბადომ არ „ამოხეთქა“ ან “ტუზი” არ დაგვეცა …
დიდი და მცირე ჰესების მიმართულების განვითარებაა აუცილებელი. სამწუხაროდ დიდი ხანია მსგავსი სერიოზული ენერგეტიკული პროექტის შესახებ არაფერი მსმენია. თუმცა ქარის ენერგიის გამოყენებასთან რაღაც მოძრაობები არის. 307,000,000 აშშ დოლარი ქართული ენერგეტიკის განვითარებაში რომ ჩაგვედო ეს ქვეყანაში პოტენციურად დამატებით დაახლოებით 1,000,000,000 [მილიარდი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა!
საინტერესოა რა სჭირდება ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებას. იქ მომავალია, დიიიდი მომავალი!
დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს!
მონაცემების წყაროა – http://geostat.ge