ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

როგორ ჩავასახლოთ ნაყარი სკაში?

ნაყარი – პროცესი რომლის დროსაც დედოფალი ტოვებს საცხოვრებელს დიდი რაოდენობით მუშა ფუტკრებით, ბევრ მოყვარულ მეფუტკრეს/ფერმერს აინტერესებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ვიდეოს გადაღება. ირაკლი ჯანაშია აგიხსნით თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პროცესის წარმატებით შესასრულებლად.

აქ 4 რჩევას ამოვწერ მხოლოდ:

  1. ნაყარი უნდა დავნამოთ, რათა ფუტკრები არ გაფრინდნენ;
  2. საჭირო ჩარჩოების ჩადგმით სკა შევამზადოთ ფუტკრის ჩასასმელად;
  3. ყუთში ან ტომარაში ჩამოვფერთხოთ და სასწრაფოდ ჩავსვათ სკაში;
  4. თუკი ნაყარი მოშორებით აღმოჩნდა, გამოვიყენოთ თავსახურიანი ყუთი;

მაგრამ ეს უნდა ნახოთ!

 

 

ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.